რატომ არ ჩატარდა ბათუმში თეატრის საერთაშორისო დღე?

29 მარტი 2018, 00:00 1327 ნახვა

27 მარტს ბათუმში თეატრის საერთაშორისო დღე არ ჩატარდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ არ დააკმაყოფილა განათლების სამინისტროს შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც  ღონისძიება  გამარტივებული შესყიდვით აჭარის თეატრალურ საზოგადოებას ჩაეტარებინა.

თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ქალაქი უკვე წლებია ”თეატრალყრი საზოგადოება” ატარებს, წელს კი ორგანიზაციამ საქპატენტისგან ღონისძიებების ჩატარების ექსკლუზიური უფლება მოიპოვა, სამინისტროში აცხადებენ, რომ საერთაშორისო თეატრის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩასატარებლად ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება
 

ამავე კატეგორიაში