გაზის მიწოდება დღის ბოლომდე სრულად აღდგება

29 მარტი 2018, 00:00 1632 ნახვა

ბათუმსა და ხელვაჩაურში აბონენტებს გაზის მიწოდება დღის ბოლომდე სრულად აღუდგება. ამ ეტაპისთვის ცენტრალურ ქსელში გაზი გაშვებულია და აბონენტებამდე ინდივიდუალური აღდგენის პროცესი მიმდინარეობს.

“სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა” აბონენენტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. გუშინ ბათუმში მაგისტრალზე ავარიის გამო გაზი 30 ათას აბონენტს შეუწყდა. შეფერხება სერგეი მესხის ქუჩაზე სარეაბილიტაიცო სამუშაოების დროს გაზსადენის მილის დაზიანებამ გამოიწვია. 

ამავე კატეგორიაში