ჟენევის  მოლაპარაკებები  უშედეგოდ  დასრულდა

29 მარტი 2018, 00:00 1793 ნახვა

 ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით მხარეები ვერც ამჯერად შეთანხმდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე   დისკუსიის ფორმატის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა  მინისტრის მოადგილის ინფორამციით, კი  ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა. ცნობილია რომ ყველა ფორმატის შეხვედრისას მთავარი განსახილველი თემა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფა იყო. ქართული მხარის განცხადებით, ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დე ფაქტო ხელისუფლებისგან კონკრეტული ვერაფერი მოისმინა. 

ამავე კატეგორიაში