აქცია ბინების მიღების მოთხოვნით

29 მარტი 2018, 00:00 1674 ნახვა

აქცია ბინების მიღების მოთხოვნით. დევნილი ოჯახების ნაწილი სარეგისტრაციო ცენტრთან დღეს დილით შეიკრიბა და ბინების გადანაწილების პროცედურა გააპროტესტა. ამბობენ, რომ განაცხადის შევსების საშუალება იმ მოტივით არ ეძლევათ, რომ 7 ათას დოლარიანი კომპენსაცია აქვთ მიღებული.

აქციის მონაწილეების განმარტებით, საკომპენსაციო თანხა ინვესტორისგან მიიღეს და არა სახელმწიფოსგან. დევნილთა და განსახლების სამინისტროში ამბობენ, რომ კომპენსირებული ოჯახების განცხადებების მიღება შეზღუდულია. უწყებაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართი გაიცემა მათზე, ვისაც სახელმწიფოსგან დახმარება არ მიუღია.

შეგახსენებთ, ტაბიძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში ბინას 164 ოჯახი მიიღებს. იძულებით გადაადგილებულ პირთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში