''მაღაროელი ღირსეული შრომისთვის'' - აქცია ჭიათურაში

29 მარტი 2018, 00:00 1794 ნახვა

„ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი, მაღაროელი ღირსეული შრომისთვის“ - ამ ლოზუნგით ჭიათურაში აქცია გაიმართა.  “ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულების და მათი ოჯახის წევრების მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ხელფასების გაზრდა და კოლექტიური ხელშეკრულებების გაფორმება იყო.

დღეს კომპანიასა და მაღაროელებს შორის შეხვედრა უნდა გამართულიყო, თუმცა სპეციალური მმართველის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ შეხვედრა რამდენიმე დღეში გაიმართება და მოლაპარაკებები გაგრძელდება.

ამავე კატეგორიაში