ბათუმის მიწისქვეშა კომუნიკაციები - ვის ეკისრება ზედამხედველობა დაზიანებაზე

29 მარტი 2018, 00:00 2366 ნახვა

კეთებით გამოწვეული დაზიანება და დაზიანებით დაზარალებული მოქალაქეები – ბოლო პერიოდში ბათუმში არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მნიშვნელოვანი სხვადასხვა საშუალების მიწოდება, სხვადასხვა სამუშაოს მიზეზით შეფერხდა.

ერთ-ერთი ბოლო ბუნებრივი აირის მთავარი მილსადენის დაზიანებაა. მსგავსი შემთხვევა იყო ორი დღის წინაც. მარტივად რომ ვთქვათ გზის შეკეთების, თუ მიწისქვეშა კომუნიკაციების გამართვის პარალელურად, ზიანდება კომუნიკაციების სხვა საშუალებები, ინტერნეტისა და ელექტროენერგიის სადენები, ბუნებრივი აირისა და წყლის მილები.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის მერიის რეგლამენტით, ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას და არა დამკვეთს. როგორც მოისმინეთ ზარალს ბუნებრივი აირის მილის დაზიანებაზე სავარაუდოდ პასუხისმგებელი კომპანია აანაზღაურებს.

შეგახსენებთ ბათუმსა და ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად აღდგა. სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე აბონენტი ამ დრომდე გაზის გარეშეა დარჩენილი, უნდა დარეკონ კომპანიის ცხელ ხაზზე 16-114.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში