''კაცების დეკრეტული შვებულება დამსაქმებლის კეთილნებაზეა დამოკიდებული'' - საკონსტიტუციო სარჩელი

30 მარტი 2018, 00:00 2350 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მამაკაცის დეკრეტული შვებულების საკითხზე შესულ სარჩელზე მხარეთა სპოზიციებს ისმენს. 

სარჩელით სასამართლოს რამდენიმე მოქალაქემ მიმართა, სადაც განმარტავენ, რომ არსებული კანონდებლობით, საქართველოს მოქალაქე  მამაკაცს არ აქვს შესაძლებლობა დეკრეტულ შვებულებაში გავიდეს და შესაბამისი ანაზღაურება აიღოს დამსაქმების კეთილი ნების გარეშე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კანონში ეს ჩანაწერი ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ ისეთ უფლებებს, როგორიცაა თანასწორობის, შრომის, ქორწინებს და ოჯახის კეთილდღეობის უფლებები.

გასაჩივრებულია კანონის ის მუხლები, რომლებიც განსაზღვრავს ორსულობის , მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების მიცემისა და მისი ანაზღაურების წესს. 
ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი მარიამ თოდუა ამბობს, რომ "საქართველოში მამაკაცებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ დეკრეტულ შვებულებაში გავიდნენ თუ ამის კეთილი ნება დამსაქმებელს ექნება". 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ​პლენუმი მხარეთა არგუმენტებს ისმენს. მხარეთა პოზიციების გაცნობის შემდეგ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას მიიღებს თუ არა სარჩელს​ წარმოებაში.

 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში