ბაღების და სკოლების უსაფრთხოება

30 მარტი 2018, 00:00 3330 ნახვა

სახანძრო და არამარტო სახანძრო უსაფრთხოება სკოლებსა და ბაღებში – მასშტაბური და ტრაგიკული მოვლენების შემდეგ აქტიურად მოწმდება ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები.

ყველგან შეგხვდებათ ცეცხლმაქრები, თუმცა თითქმის არსადაა ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენები. ხშირ შემთხვევაში კი შენობებზე ვერ ნახავთ სახანძრო კიბეს.

სახანძრო უსაფრთხოების გარდა დაწესებულებებში, განსაკუთრებით კი ბაღებში ზოგადად მოზარდთა დაუცველობაზე საუბრობენ, ფიქრობენ, რომ სასურველია დაცვის სამსახურის არსებობა, რადგან ბაღის შენობაში შეღწევა მარტივადაა შესაძლებელი.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში