აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ზუკა ფაღავა გარდაიცვალა

31 მარტი 2018, 00:00 6193 ნახვა

26 წლის ასაკში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი ზუკა ფაღავა გარდაიცვალა. სავარაუდო მიზეზის გულის შეტევა გახდა. ის მაუწყებელში ბოლო ერთი წელი “დილის ტალღაში” ვიდეო - მემონტაჟის პოზიციაზე მუშაობდა.

მეგობრები და კოლეგები წერენ სოციალურ ქსელში:
 

• “ძალიან ძალიან კარგო, უკეთილშობილესო ზუკა, თბილო, უნიჭიერესო, გული საშინლად ჩამწყვიტე! არ მჯერა და არც მინდა რომ დავიჯერო…
შენ საუკეთესო მეგობრობა შეგეძლო, ყველასთვის ერთგული და სამაგალითო იყავი, დავმუნჯდი და გავნადგურდი დღეს!!!!!!”
“შენ მე ძალიან მიყვარდი და გული მტკივა, თან ძალიან მტკივა !!!! რომ აღარ დამხვდები...” 
 

• “დიდი ტკივილი ხარ შენ! ჩემი ბავშვობა, სტუდია, სკოლა და ტკბილი შეხვედრები... მთელი ბათუმის ტკივილი ხარ ზუკა. ყველაა ჩვენგანს დააკლდები და ყველას გვემახსოვრები. შენნაირები იშვიათად იბადებიან. თბილი გული, პოზიტიური აურა, სიკეთე და არაფერი უარყოფითი. ყველა უნდა გიცნობდეს! შენ ხარ ისეთი ადამიანი , რომელიც ყველაფრით დადებითია და იშვიათი.”


• “მამა რო ცოცხალი იყოს დღეს მოკვდებოდა! არ ვიცი რატომ მოხდა ეს, მაგრამ ყველაზე დიდი უსამართლობაა ყველა კანონის მიუხედავად!არ მჯერა და სიტყვები არ მაქვს, გული მტკივა და ბათუმში ჩამოსვლაც არ მინდა , ყველაზე თბილი და ჭკვიანი ბიჭი დაიღუპა დღეს!”

თანამშრომლის გარდაცვალების გამო დღეს ეთერში არ გავიდა გადაცემა “დილის ტალღა”. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში