ექიმის პასუხი მოულოდნელ გარდაცვალებასა და შესაძლო არასწორ მკურნალობაზე

01 აპრილი 2018, 00:00 2476 ნახვა

“ზუკა ფაღავას  გარდაცვალების მიზეზი გულის  გაჩერება გახდა”- ამბობს ექიმი, რომელმაც პაციენტს სამედიცინო დახმარება გაუწია. ბეჟან ხოზრევანიძის ინფორმაციით, მედცენტრში პაციენტი  სასწრაფო დახმარების ბრიგადამ  მუცლის ზედა ნაწილში ტკივილის და გულისრევის  ნიშნებით  შეიყვანა. ექიმის ინფორმაციით,  მას ჩაუტარდა  ანალიზები და მომატებული ლეიკოციტების საფუძველზე ივარაუდეს რომ ეს იყო მუცლის ღრუს პათოლოგია.  მედიკოსი ირწმუნება, რომ ასევე გადაუღეს კარდიოგრამა, რის შედეგადაც კარდიოლოგიური პათოლოგია გამოირიცხა.

 კლინიკაში ამბობენ, რომ  შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, პაციენტის  ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა,  თუმცა მოგვიანებით მას გულის რითმის მწვავე მოშლილობა განუვითარდა. კლინიკაში ადასტურებენ, რომ ზუსტი დიაგნოზი ვერ დადგინდა და ასევე ვერ დადგინდა თუ რამ გამოიწვია პაციენტის ჯანმრთელობის გაუარესება. კლინიკა მზადაა საჭიროების შემთხვევაში ითანამშრომლოს სამედიცინო რეგულირების სააგენტოსთან. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში