საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიმართავს

01 აპრილი 2018, 00:00 2798 ნახვა

მწუხარებას გამოვთქვამთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს თანამშრომლის ზურაბ (ზუკა) ფაღავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ზუკა ჩვენი საზოგადოების და ორგანიზაციის განსაკუთრებული დანაკარგია. ვიზიარებთ ზუკას მეგობრებისა და ოჯახის წევრების ტკივილებს.

ამავე დროს, გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში, საზოგადოებაში, მედიის წარმომადგენლებს შორის წარმოქმნილ შეკითხვებს - ჩვენ ვიკვლევთ არსებით მიზეზებს, რამაც 26 წლის ზუკა ფაღავას გარდაცვალება გამოწვია, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები მუშაობენ, რათა საზოგადოებას მიაწოდონ დაზუსტებული ინფორმაცია აღნიშნული ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით, დღეს 21:00 საათზე ანალიტიკურ გადაცემაში ,,კვირის მთავარი" მაყურებელი მიიღებს მაქსიმალურ ინფორმაციას, რისი მოპოვებაც ჩვენ შევძელით.

გამომდინარე იქედან, რომ არსებობს კითხვის ნიშნები პაციენტისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის მიმართ და ამავე დროს საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სპეციფიკურია, მივმართავთ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს. იმედი გვაქვს, რომ სააგენტო დროულად შეძლებს რეაგირებას. აღნიშნული მექანიზმის გამოყენებით კი შევძლებთ ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია ვიცოდეთ ზუკა ფაღავას გარდაცვალების მიზეზების თაობაზე.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში