ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფეხმძიმე დაშავდა

01 აპრილი 2018, 00:00 4656 ნახვა

ბათუმში, თაყაიშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში, ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების  ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ფეხმძიმედ იყო, იგი სასწრაფო დახმარების ექიმებმა კლინიკაში გადაიყვანეს.  

საუნივერსიტეტო კლინიკა "ბაუში" აცხადებენ, რომ ქალის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია, საფრთხე არც ნაყოფს ემუქრება. ისინი რჩებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

გიორგი აბაზაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში