18:00-დან 20:00 საათის შუალედში მოსალოდნელია ქარიშხალი

02 აპრილი 2018, 00:00 2625 ნახვა

საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან ინტენსიურად დაიწყებს გავრცელებას ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, რის გამოც, ამინდის პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდება. აღმოსავლეთის ცხელ ქარს 6-იდან 8 საათის შუალედში ჩაანაცვლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი 20-25 მეტრი წამში. 22 საათიდან ტემპერატურა დაეცემა და იწვიმებს.

შექმნილი უამინდობის ფონზე, დღეს საღამოს საათებში სანაპირო კურორტებზე გარეთ ყოფნის დროს სიფრთხილის გამოჩენაა მიზანშეწონილი.

ხვალ, 3 აპრილს ღამისა და დილის საათებში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, შენარჩუნდება დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 10-15 გრადუსით დაიკლებს და +11, +13 გრადუსი იქნება.

მოსალოდნელი ნალექისა და ტემპერატურის მკვეთრი მერყეობის ფონზე, შესაძლებელია გააქტიურდეს მეწყრული პროცესები. მდინარეებზე წყლის დონე მკვეთრად მოიმატებს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში