აჭარის მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება

02 აპრილი 2018, 00:00 1691 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ  გავრცელებული ინფორმაცია, რომ პორტის ადმინისტრაცია გარდაუვალ რეორგანიზაციას გეგმავდა, არ დასტურდება.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში განაცხადეს, რომ საკითხზე მხოლოდ მსჯელობენ, გადაწყვეტილება კი მიღებული არ არის.

თუმცა დაწყებული რეორგანიზაციის შესახებ პორტი პროფკავშირების წარმომადგენლები საუბრობენ. ამტკიცებენ, რომ საზღვაო ნავსადგურიდან 26 დასაქმებულს, სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დაატოვებინეს. 

ამირან მიქელაძე ირწმუნება, რომ ეს  მენეჯმენტის ზეწოლით განხორციელდა. 

პორტის ადმინისტრაციულ შენობასთან დილიდან თანამშრომელთა ნაწილი შიმშილობს. ისინი დირექტორის გადადგომას ითხოვენ. ამბობენ რომ პორტში რეორგანიზაციის პროცესი იწყება.

ამავე კატეგორიაში