ავარია პუშკინისა და საბჭოს ქუჩების კვეთაში

02 აპრილი 2018, 00:00 1891 ნახვა

კიდევ ერთი საგზაო შემთხვევა პუშკინისა და საბჭოს ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. ია მიქელაძის თქმით, ავარიები პუშკინის და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში თითქმის ყოველდღიურად ხდება.

გუშინ, გვიან ღამით კი  მიმდებარე კვარტალში თაყაიშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში, ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების  ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ფეხმძიმედ იყო. საუნივერსიტეტო კლინიკა "ბაუში" აცხადებენ, რომ ქალის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია, საფრთხე არც ნაყოფს ემუქრება.

ამავე კატეგორიაში