''რადიოვიზია'' და''აკვარიუმი''- აჭარის მაუწყებელი ორ ახალ პროექტს იწყებს

02 აპრილი 2018, 00:00 2185 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ორ ახალ გადაცემას იწყებს. დილით, განსხვავებული ფორმატის შემეცნებითი გადაცემა "რადიოვიზია" გავა, 

ღამის ეთერს კი, ინტერაქტიული გადაცემა "აკვარიუმი'' შეავსებს, რომლის წამყვანი პაატა ძიძიგური იქნება.  იგი პირდაპირ ეთერში მოქალაქეების ზარებს უპასუხებს.

გადაცემა, დღეს, 2 აპრილს დაიწყება და ეთერში, ყოველდღე, ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, 00:05 საათზე გავა. 

რაც შეეხება "რადიოვიზიას'', ეს რადიოსა და ტელევიზიის ერთობლივი პროექტია, სადაც ორ პლატფორმზე ერთდროულად შესაძლებელია ნახვაც და მოსმენაც. საინტერესო თემებით, აქტუალური პრობლემებითა და შემეცნებითი სიუჟეტებით, გადაცემა, უქმე დღეების გარდა, 10 აპრილიდან, ყოველდღე დილის 9 საათზე შევა ეთერში.   

ორივე გადაცემის ხილვა ონლაინ პლატფორმაზეც იქნება შესაძლებელი. დასვით კითხვები, მოგვწერეთ მოსაზრებები - აჭარის ტელევიზიის ოფიციალურ ფბ გვერდზე. 

გადაცემების იდეის ავტორები სერგი გვარჯალაძე, დავით ტრაპაიძე და გიორგი მურვანიძეა

ამავე კატეგორიაში