ბათუმის გარეუბნის ეზოებში გველები გამოჩდნენ

02 აპრილი 2018, 00:00 12576 ნახვა

ფოტო: გიორგი დევაძე

'‘ანგისელი ქვეწარმავლები, დღეს გამომზეურდნენ.... sos ! ! !'' –  სტატუსი სოციალურ ქსელში, რამდენიმე საათის წინ, მოქალაქე ეთო საითაძემ დაწერა. ფოტო მის უბანში გადაიღეს, სადაც რკინის ჯებირზე შემოხვეული გველები ჩანან. 

კომენტარებში შეშფოთებული მოქალაქეები წერენ, რომ აღნიშნული გზით სკოლის მოსწავლეები გადაადგილდებიან

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ინდირა საითაძეს დაუკავშირდა. ის გვიყვება, რომ გველები რამდენიმე დღის წინ შენიშნეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ იყო შემთხვევა, როცა ქვეწარმავალი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლშიც შევიდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო კი გუშინ არის გადაღებული. 

ინდირა საითაძე ამბობს, რომ ბათუმის მერიისთვის ჯერ არ მიუმართავთ. ‘’გასულ წელსაც იყო მსგავსი შემთხვევა, მივმართეთ, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა, ამიტომ აღარ დაგვირეკავს’’.

ბათუმის მერიაში  ინფორმაცია უკვე აქვთ და შესაბამისი ჯგუფები ტერიტორიას დღესვე შეწამლავენ - ირწმუნებიან უწყებაში.

განმარტავენ, რომ მსგავსი შემთხვევების დროს მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე - (0422) 27 26 06-ზე უნდა დარეკონ.

ბათუმის მერიამ  ქვეწარმავლების საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატებით შენობა - ნაგებობების, სარდაფების, სხვენებისა და საწყობების დამუშავება წელს დაიწყო. 

მოსახლეობის ინფორმაციის საფუძველზე სპეციალისტები ქვეწარმავლებს დაიჭერენ და დაუსახლებელ ტერიტორიაზე გაუშვებენ.  

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ბათუმში, ქალაქის სხვადსხვა უბანში მოქალაქეებმა, გველი არაერთხელ იპოვეს.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში