სკოლის დირექტორი მოზარდის დაჭრის ფაქტს არ ადასტურებს

02 აპრილი 2018, 00:00 2175 ნახვა

მეშვიდე სკოლის დირექტორი შორენა ქონიაძე, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან, მოსწავლის დაჭრის ფაქტს არ ადასტურებს. ამბობს, რომ ინციდენტი დეტალები არ იცის, რადგან შემთხვევა გაკვეთილების დასრულების შემდეგ, სკოლის ტერიტორიის მიღმა მოხდა. 

სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელის თქმით, ბავშვი დაშავდა, თუმცა დაჭრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. 

დირექტორმა მოსწავლე სამედიცინო დაწესებულებაში უკვე მოინახულა.

დირექტორისგან განსხვავებით, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში  ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სავარაუდო დამნაშავის ვინაობა ცნობილია. ისიც არასრულწლოვანია. 

აჭარის განათლების სამინისტროში მომხდარზე, ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. 

დღეს, 2 აპრილს, ბათუმში მეშვიდე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლე დაჭრეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში