12 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

02 აპრილი 2018, 00:00 2542 ნახვა

12 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში ფეხზე ჭრილობით შეიყვანეს, სტაბილურია. მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლე დღის მეორე ნახევარში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ.

საქმეზე გამოძიება დაწყებულია და სამართალდამცველებს სავარაუდო დამნაშავეც ჰყავთ ნაპოვნი. ექიმებმა და პოლიციელებმა ჯერ არ იციან კონკრეტულად რა საგნით აქვს მიყენებული მოზარდს დაზიანება. თამუნა გაზდელიანი ესაუბრა სკოლის დირექტორს, ადგილობრივებს, მედიკოსებს და ახლა დეტალებს პირდაპირ ეთერში მოგვიყვება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში