''აირჩიე შენი ფავორიტი ფერი“ - აჭარა BBC-ზე

03 აპრილი 2018, 00:00 2537 ნახვა

აჭარის საიმიჯო კლიპის განახლებულ ვერსიაზეც BBC-მ იმუშავა და სლოგანით "აირჩიე შენი ფავორიტი ფერი" BBC World-ზე ტრიალებს. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ საიმიჯო კლიპს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში ნახავენ. "რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პოტენციალს მილიონობით მაყურებელი ეცნობა," - ამბობენ უწყებაში. 

ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ რეკლამები განთავსდება „ევრონიუსი“-სა და „დოიჩეველე“-ს ბადეშიც. დამატებით, რეგიონის 16 სამიზნე ქვეყნების ადგილობრივ ტელევიზიებში სიუჟეტები და გადაცემები დაემატება. 

უწყება აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ონლაინ საშუალებით, გარე რეკლამით და სხვა აქტივობებით ახორციელებს.

ამავე კატეგორიაში