თავისუფალი სავაჭრო  სივრცე - ტრენინგი 

03 აპრილი 2018, 00:00 1579 ნახვა

ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ზოგადი საკითხების გარშემო, აჭარის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს 2 დღის განმავლობაში ტრენინგები ჩაუტარდებათ. კონკურსში მონაწილე ორგანიზაციებისთვის გამოცხადდება მცირე საგრანტო კონკურსი.

ორგანიზაციები მიიღებენ დაფინანსებას, რათა მოახდინონ საზოგადოების ინფორმირებულობა და კონსულტაციები გაუწიონ მცირე და საშუალო საწარმოებს. პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლის გაზრდა. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების და კვლევითი ცენტრების კონსორციუმის მიერ ,,აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელობით. დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

ამავე კატეგორიაში