ზუკა ფაღავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო

03 აპრილი 2018, 00:00 2675 ნახვა

ამ წუთებში ცნობილი გახდა რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლის ზუკა ფაღავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო.

ცოტა ხნის წინ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა ცხედარი, პროკურორის თანდასწრებით ვიზუალურად დაათვალიერა. ზუკა ფაღავა 30 მარტს გარდაიცვალა, თანამშრომლებსა და მეგობრებს კითხვები აქვთ სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით.

მოკვლევის დაწყებისთვის მაუწყებელმა წერილობით სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიმართა. ამასთან გამოძიება აქვს დაწყებული შინაგან საქმეთა სამინისტროს. 

ამავე კატეგორიაში