''ჩემი სამყარო'' - ლექცია  მოსწავლეებთან

04 აპრილი 2018, 00:00 1699 ნახვა

რონდელის ფონდის ორგანიზებით პროექტ “ჩემი სამყაროს” ფარგლებში ხულოს რესურსცენტრში ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ მოსწავლეებს ლექცია წაიკითხა საქართველო-რუსეთსა და დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობაზე, ხოლო ალექსი პეტრიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ.

პროექტის ფარგლებში მაისში ჩატარდება ვიქტორინა და გამოვლინდებიან გამარჯვებულები. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ზოგადი განათლების ამაღლებას. შემდეგი შეხვედრა გურიაში, სოფელ ზოტში გაიმართება. 

ამავე კატეგორიაში