მთავრობა პორტის თანამშრომლებს მოუწოდებს შეწყვიტონ შიმშილობა

04 აპრილი 2018, 00:00 1856 ნახვა

მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის პორტის გაფიცულ და მოშიმშილე თანამშრომლებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. 

ზურაბ პატარაძის განცხადებით, რეორგანიზაციის პროცესი შეწყვეტილია, ამის პირობა ყაზახური მხრიდან პირადად მიიღო. 

'' მინდა მოვუწოდო მოშიმშილეებს, შეწყვიტონ პროტესტი, რადგან რეორგანიზაციის გადაწყვეტილება შეცვლილია.  გუშინ ყაზახურმა მხარემ გააკეთა განცხადება და გარანტიები მივიღეთ, რომ შემცირება არ იგეგმება. დარწმუნებული ვარ, მომავალში გამოვნახავთ ფორმულას, რომ ჩვენი მოქალაქეები არ დაზარალდნენ" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ბათუმის პორტში თანამშრომლების ნაწილი მესამე დღეა გაფიცულები არიან, 10 მათგანი კი შიმშილობს. პროტესტი პორტში დაანონსებულ რეორგანიზაციას მოჰყვა, გაფიცულები ბათუმის საზღვაო სანაოსნოს გენერალური დირექტორის გადადგომას ითხოვენ. 

პორტის გენერალურმა დირექტორმა დანიარ მუხამედ-რახიმმა სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პორტში დაგეგმილი რეორგანიზაცია შეჩერებულია, თუმცა საპროტესტო აქცია მაინც გრძელდება. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში