ენმ: ‘’ხუცუბანში ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი დააკავეს’’

04 აპრილი 2018, 00:00 2797 ნახვა

‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრის რეზო ხარაზის ინფორმაციით, პარტიის აქტივისტი სოლომონ ბაჯელიძე სამართალდამცველებმა დააკავეს და ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, მისი კუთვნილი ავტომობილი კი საჯარიმოზეა.

პარტიის წევრები დილიდან სოფელ ხუცუბანში იმყოფებიან. ისინი რეგიონიდან ხეების გატანის პროცესს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ყოფილ პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ამის საშუალებას არ მისცემენ.

კომპანია ‘’ანაგს’’ სოფლიდან ევკალიპტი გააქვს. ტრანსპორტირების დროს ხე გზაში სხვა ხეებს შორის გაიჭედა. ოპოზიციური პარტიის წევრები ეჭვობენ, რომ ამის გამო გზაზე არსებულ მრავალწლოვან ნარგავებს გაჩეხავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში აზუსტებს. 

ამავე კატეგორიაში