დაპირისპირება მოვაჭრესა და ბაზრის ადმინისტრაციას შორის

04 აპრილი 2018, 00:00 2629 ნახვა

ბათუმის ცენტრალურ ბაზარში გამყიდველს საკუთარი დახლიდან პროდუქცია გადმოყრილი დახვდა. მოვაჭრე ირწმუნება, რომ მას პროდუქცია სპეციალურად დაუზიანეს და სამუშაო ადგილზე ავიწროვებენ. მოქალაქემ პოლიცია გამოიძახა, თუმცა გაქურდვის ეჭვი არ აქვს.

ცენტრალური ბაზრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დახლზე არსებული მდგომარეობა სანიტარული დასუფთავების ნაწილია და მათ მიერ დასუფთავების სამუშაოების გატარებას მოქალაქე არ თანხმდება. შესაძლო ქურდობის საკითხს ადმინისტრაციაში გამორიცხავენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში