262  800  ევრო  დაცული  ტერიტორიების  მეგობართა  ასოცირებისთვის

05 აპრილი 2018, 00:00 2110 ნახვა

დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო“ ფარგლებში, ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით ალგეთის, ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია 262 800 ევროს ოდენობით გრანტს მიიღებს.

4 დაცული ტერიტორიის  მეგობართა ასოციაციების მიზანი ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა. პროექტის ფარგლებში, მცირე გრანტების კონკურსი გამოცხადდება, რომელიც მოსახლეობას ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება. ხელშეკრულებას ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე საკონსულტაციო ჯგუფის მენეჯერმა და მეგობართა ასოციაციების დირექტორებმა მოაწერეს.

ამავე კატეგორიაში