''საეჭვო ადგილებში ხორცის შეძენისგან თავი შეიკავეთ'' - სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO

05 აპრილი 2018, 00:00 2225 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტო და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცის და ხორც პროდუქტების შეძენისგან ისეთ ადგილებში, სადაც ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები დაცული არაა.  

მათივე ინფორმაციით, საქონლის ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია, კერძოდ, სასაკლაოს აღიარების ნომერი, სადაც დაიკლა ცხოველი, იმ ქვეყნის მითითებით, სადაც მდებარეობს სასაკლაო ასევე დამზადების თარიღი; თუ ხორცი, იმპორტირებულია სხვა ქვეყნიდან, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;  ხორცი უნდა ინახებოდეს, სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით; საეჭვო შემთხვევების გამოვლენისას, მოსახლეობას შეუძლია დარეკოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე - 15 01.

ამავე კატეგორიაში