ბათუმის პორტის დირექტორი გადადგა

05 აპრილი 2018, 00:00 3018 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მოქმედმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. მოშიმშილეებმა კი პროტესტი შეწყვიტეს, ისინი ამ დრომდე დანიარ მუჰამედ-რაჰიმ დანიარის გადადგომას ითხოვდნენ. 

მოშიმშილეებს დირექტორის სამსახურიდან გადადგომის შესახებ ხელმოწერილი განცხადების ასლი გადასცეს. 

ბათუმის პორტის 6 თანამშრომელი, პორტის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით უკვე მე-4 დღეა შიმშილობს. დღეს ოთხი მათგანი შეუძლოდ გახდა, ორი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. 

თანამშრომლებმა შიმშილობა, 2 აპრილს მას შემდეგ დაიწყეს, რაც პორტში დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ გახდა ცნობილი. ასევე, გაფიცული იყო პორტის თანამშრომელთა დიდი ნაწილი. 

ორი დღის განმავლობაში, გაფიცვის შედეგად, პორტის მუშაობა პარალიზებული იყო. გუშინ, მოლაპარაკებების შედეგ, რაც რეორგანიზაციის გადადების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, გაფიცვა შეწყდა, 6 თანამშრომელი განაგრძობდა შიმშილს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში