საქართველოში ხვალ გლოვის დღეა

05 აპრილი 2018, 00:00 2385 ნახვა

ხვალ საქართველოში გლოვის დღეა – ქვეყანა დაღუპულებს გლოვობს. ისევ ტყიბული, ისევ მინდელის სახელობის შახტი და ისევ დიდი მსხვერპლი – 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა უბედურ შემთხვევას. სამი კი დაშავდა.

მფლობელები მიზეზად ე.წ. სამთო დარტყმას ასახელებს, ამბობენ, რომ შემთხვევის პრევენცია შეუძლებელი იყო და ადგილი არ ჰქონია დარღვევას. დაღუპულთა ახლობლები კი სწორედ უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე ამახვილებენ ყურადღებას.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში