სააღდგომოდ თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

06 აპრილი 2018, 00:00 2697 ნახვა

მომდევნო 3 დღის განმავლობაში ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი. 

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთის დაბლობსა და სანაპირო ზოლში +24, +26, გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +20, +22 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსები დღეს, 6 აპრილს ბათუმში მზიან ამინდს პროგნოზირებენ, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს. 

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში