საქართველო დაღუპულებს გლოვობს

06 აპრილი 2018, 00:00 1571 ნახვა

 სახალხო დამცველის აპარატი მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს - ამის ნინო ლომჯარიამ ტყიბულში განაცხადა. შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, კი, ჯერ არ დასტურდება ჰქონდა თუ არა ადგილი მინდელის შახტაში სამთო დარტყმას.

ელზა ჯგერენაიამ შრომის ინსპექტირების სამსახურის მიერ შახტის დათვალიერების პირველად მონაცემებზე ისაუბრა. მისი თქმით, შემთხვევის ადგილამდე სრულად მისვლა ვერ მოხერხდა და შესაბამისად, სამუშაოები გრძელდება. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ გენერალური დირექტორი კი აცხადებს, რომ პირველადი დათვალიერების შედეგად ირკვევა, რომ უბედური შემთხვევა უსაფრთხოების ნორმების გამო არ მომხდარა, არამედ ადგილი აქვს სამთო დარტყმას.

ამავე კატეგორიაში