სახალხო დამცველი ზუკა ფაღავას გარდაცვალების საქმის გამოძიების პროცესს დააკვირდება

06 აპრილი 2018, 00:00 2205 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელ ზუკა ფაღავას გარდაცვალების საქმის გამოძიების პროცესს დააკვირდება სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ხშირ შემთხვევებში ჯანდაცვის სერვისებთან დაკავშირებული საქმეების მოკვლევა პრობლემატურია, რადგანაც გაჭიანურებულია მოკვლევასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები.  სახალხო დამცველ ოფიციალური წერილით, რომ ომბუდმენის აპარატმა კომპეტენციის ფარგლებში გაუწიოს მონიტორინგი მიმდინარე პროცესებს გუშინ მიმართა.

ამის გარდა  კიდევ ერთი წერილი მაუწყებელმა რეგულირების სააგენტოს გაუგზავნა, რომლისგანაც გუშინ მივიღეთ საპასუხო წერილი. მასში ნათქვამია, რომ ზუკა ფაღავასთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლის მიზნით  სააგენტო შუამდგომლობით მიმართავს ბათუმის საქალაქო სასამართლოს. მას შემდეგ რაც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სასამართლოსგან ნებართვას მიიღებს მოკვლევაც დაიწყება. 

ამავე კატეგორიაში