ბათუმის ზოოპარკის ადგილმონაცვლეობას საკრებულო გადაწყვეტს

06 აპრილი 2018, 00:00 2420 ნახვა

ბათუმის ზოოკუთხის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ გადატანის საკითხს ქალაქის საკრებულო ოთხშაბათს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს. მერის წინადადება ბიუროს წევრებმა უკვე განიხილე.ს მისი მხარდაჭერის შემთხვევაში ქალაქის ზოოპარკი  ჩაქვში 170 ათას 338 კვ.მ. ტერიტორიაზე განთავსდება. ზოოკუთხეს ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ფონდი “ქართუ” მოაწყობს.

მერის ინფორმაციით, ფონდის დახმარებით მომზადდება პროექტი და დაიწყება მშენებლობა. ზოოპარკის ბათუმის ცენტრალური პარკიდან ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ გადატანა მერიამ მისი განვითარებისთვის გადაწყვიტა. ლაშა კომახიძე ფიქრობს რომ ზოოპარკი ახლა ტერიტორიაზე ეკონოკური\ადაც მომგებიანი გახდა. მისი თქმით ზოოკუთხე ბოტანიკური ბაღის ტურისტულ მარშუტში მოექცევა და გაცილებით მეტი დამთვალიერებელი ეყოლება.

ამავე კატეგორიაში