ამორტიზებული გზა

06 აპრილი 2018, 00:00 1541 ნახვა

სერგი მესხის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები  ამ დრომდე გრძელდება. მოსახლეობის თქმით, კეთილმოწყობითი სამუშაოები აღდგომის დღესასწაულამდე უნდა დასრულებულიყო.

შპს ,,კრისტალში’’ ხელისშემშლელ ფაქტორად მიწისქვეშა კომუნიკაციებს  ასახელებენ და განმარატავენ, რომ პროცესი ამის გამო გაჭიანურდა. ქალაქის მერი კი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შესაბამისი სანქციები გატარდება. ლაშა კომახიძის თქმით,  ასფალტის პირველი საფარი 5 აპრილამდე უნდა დაგებულიყო. რაც შეეხება ფერიის სასაფლაომდე მისასვლელი გზას, კომახიძე ამბობს, რომ ქუჩა  დაჩქარებული წესით მოშანდაგდება და ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება. 

ამავე კატეგორიაში