ბათუმში, ერთ-ერთი საავადმყოფოდან რამდენიმე ათასი ამპულა ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა

06 აპრილი 2018, 00:00 4406 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბათუმში, საზღვაო  ჰოსპიტალის სტაციონარში, რომელსაც კომპანია ''მედ-ემერჯენსს'' მართავს, რამდენიმე ათასი ამპულა ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა.  

ვინ არიან სავარაუდო ბრალდებულები და რამდენი ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა, ოფიციალურად არ გვიდასტურებენ, თუმცა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გამოძიების დაწყების შემდეგ, საავადმყოფოს ორი თანამშრომელი სამსახურში არ გამოჩენილა, ხოლო საწყობში 6000 მდე ამპულაა გამქრალი.

ინფორმაციას, კლინიკაშიც ადასტურებენ. ქირურგიული დეპარტამენტის უფროსი და კლინიკური მენეჯერი, აჭარის მაუწყებელთან საუბარში აცხადებენ, რომ ნარკოტიკული საშუალებების დაკარგვის ფაქტს უკვე იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.  "ყველა საბუთები და შესაბამისი დოკუმენტაცია გადაცემულია საგამოძიებო ორგანოებისთვის," - ამბობს თემურ ხანთაძე. 

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალიდან ნარკოტიკების დაკარგვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. გამოძიება 269 - ე მუხლით აღიძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორის დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევას გულისხმობს.

ამ თემაზე უფრო მეტი გაიგეთ "მთავარში" ირინა წუწუნავასგან

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში