უბედური შემთხვევა თუ დარღვეული უსაფრთხოება

06 აპრილი 2018, 00:00 1898 ნახვა

გარდაცვლილები უკვე ოჯახებში არიან გადასვენებული, მათ სავარაუდოდ სამშაბათს დაკრძალავენ. რაც შეეხება შემთხვევას - შრომის ინსპექტორების ცნობით სეისმური ბიძგები არ დასტურდება, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია ჰქონდა თუ არა ადგილი სამთო დარტყმას.

ტყიბულში მეორე დღეა მიმდინარეობს სპეციალური საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე იმყოფებიან პროფკავშირების წარმომადგენლები, რომლებმაც საერთაშორისო პროფესიულ გაერთიანებას მიმართეს, პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვის თხოვნით.  

პარალელურად განცხადებას ავრცელებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ - შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტზე დაყრდნობით ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2016-2017 წლებში საწარმოში უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა შრომის პირობების დაცვის კუთხით სისტემური პრობლემები ფიქსირდებოდა.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში