სპორტი მთავარში

06 აპრილი 2018, 00:00 2178 ნახვა

გუშინ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადების პროცესში ინგლისის ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ტყიბულში, მინდელის მაღაროში მომხდარი ტრაგედიის გამო შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ის ჩვენი გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა და დამაჯერებელი გამარჯვებით 6:0 დასრულდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან დუბლი სიმი საიოტიმ და გია ნიყვაშვილმა შეასრულეს, თითო გოლი კი, რონინიომ და ლევან კობაიძემ გაიტანეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ინგლისის ფუტსალის ნაკრებებს შორის 4 აპრილს გამართული პირველი ამხანაგური მატჩი, ავთანდილ ასათიანის გუნდი გამარჯვებით 5:1 დასრულდა.

უეფას ევროპის ლიგის მეოთხედფინალში პირველი მატჩები გაიმართა, ოთხივე დაპირისპირებაში გამარჯვვებული მასპინძელი გუნდები გახდნენ, ლონდონის არსენალმა მოსკოვის ცეესკა ლაკაზეტის და რემსის დუბლებით 4-1 გაანდგურა. მადრიდის ატლეტიკომ  ლისაბონის სპორტინგი დაამრცხა  ანგარიშით 2-0, გოლები ანტუან გრიზმანმა და კოკემ გაიტანეს. 4-2 დასრულდა ლაციოსა და ზალსბურგის მატჩი, რომაელებმა ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. მინიმალური სხვაობით იმარჯვა გერმანიაში ლაიპციგმა, ერთადერთი გოლი მარსელის ოლიმპიკის კარში ტიმო ვერმერმა გაიტანა.  ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებიტი მატჩები 12 აპრილს გაიმართება. 

საკალათბურთო ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში თორნიკე შენგელიას ბასკონია შინ თურქულ ანადოლუ ეფესთან დამარცხდა. თუმცა ბასკებს ევროლიგის პლეიოფში თამაში განაღდებული ქონდათ, თუმცა ამ მარცხით პლეიოფში შნეგელიას გუნდი ევროლიგის მოქმედ ჩემპიონს, სტამბოლის „ფენერბახჩეს“ დაუპირისპირდება. გუშინდელ მატჩში თოკო პარკეტზე კვლავ გამორჩეული იყო, არასრულ 30 წუთში მან 17 ქულა ჩააგდო და ერთი მოხსნა ერთი პასი და ერთი დაფარებაც მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 16 იყო. საბოლოოდ ბასკონიამ ევროლიგა მე-7 ადგილზე დაასრულა და მეოთხედფილანში ფერებახჩეს ხვდება. ცნობილია კიდევ ერთი მეოთხედფინალური წყვილი, მოსკოვის ცეესკა ხიმკის შეხვდება. ბოლო ტურის დარჩენილი სამი მატჩი დღეს გაიმართება, რის შემდეგაც, მეოთხედფინალური ეტაპის ბოლო ორი წყვილი დაკომპლექტდება.

ენბიეში კი ზაზა ფაჩულიას გოლდენ სტეიტი ინდიანაში დამარცხდა. 106-126 ამ ანგარიშით მოუგო პეისერსმა მოქმედ ჩემპიონს რომელსაც მხოლოდ სტეფ კარი აკლდა. რაც შეეხება ფაჩულიას, ის სათადარიგო იყო და მოედანზე 7 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც 5 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა საუკეთესო ოკლენდალტაგან კეიდი იყო რომელმაც 27 ქულა ჩააგდო. 57 მოგებითა და 22 მარცხით "გოლდენ სტეიტი" რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილისთვის იბრძვის. შემდეგი შეხვედრა ფაჩულიას გუნდს 8 აპრილს, შინ "ნიუ ორლეანთან" ელის. რეგულარული ცემპიონატი ენბიეში 11 აპრილს სრულდება. 

ნიუ ორკის პოლიციამ იუეფსის ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი დააკავა, ცნობილი ირლანდიელი სპორტსმენი ბრუკლინის 78-ე განყოფილებაში თავისი ფეხით ავტობუსზე თავდასხმის შემდეგ მივიდა, მაკგრეგორი მეგობრბეთან ერთად, ბრუკლინში მდებარე ბარკლაი ცენტრის პარკინგზე იმ ავტობუსს დაესხა თავს რომელშიც იუფსი 223-ის მებრძოლები ისხდნენ. ავტობუსში ასევე იმყოფებოდა იუეფსის დაღესტანელი აბსოლიტური ჩემპიონი ჰაბიბი რომელთანაც მედიის ცნობით მაკგრეგორს დაძაბული ურთიერთობა აქვს. ირლანდიელ ჩემპიონს ბრალდება თავდასხმის სამი პუნქტით წაუყენეს, რომელიც განზრახ ქმედებებს ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში