დიდი შაბათი

07 აპრილი 2018, 00:00 1659 ნახვა

დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის დიდი შაბათია. ეკლესია იესო ქრისტეს საფლავად დადებას აღნიშნავს. ტაძრების გარშემო დილით ადრე გარდამოხსნის შემოტარების წესი შესრულდა. სასულიერო პირებმა გარდამოხსნა, რომელზეც ჯვრიდან ჩამოხსნილი გარდაცვლილი უფალია გამოსახული, ტაძრებს შემოატარეს.

გარდამოხსნის შემოტარება სიმბოლურად მაცხოვრისთვის წესის აგებას და მის საფლავში დადებას განასახიერებს. მორწმუნეთათვის დღეს სრულდება 47 დღიანი მარხვაც, საღამოს 11 საათიდან კი ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია დაიწყება.

ამავე კატეგორიაში