სოციალური პარტნიორობის კომისიის მოწვევის მოთხოვნა

07 აპრილი 2018, 00:00 1743 ნახვა

ტყიბულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს მიმართავს. წერილში მათი ხედვის რამდენიმე ასპექტია წარმოდგენილი. როგორც აღნიშნულია, შახტებთან დაკავშირებული კრიზისიდან გამოსვლის მასშტაბური გეგმის შემუშავების შესახებ ინიციატივა, პროფკავშირებს უკვე რამდენიმე წელია აქვს. პროფესიული კავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ საკითხის გადადება დანაშაულის ტოლფასია.

მინდელის შახტაში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებულ ოჯახებს სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს „ადვოკატთა ასოციაცია“  ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სტატისტიკა საგანგაშოა და აუცილებელია მოხდეს შახტასა და მაღაროში არსებული სამუშაო პირობების შესწავლა, შრომისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა.  გარდა საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერისა დაღუპულთა ოჯახებს და ასევე საქართველოს მთავრობას მიუსამძიმრა: სომხეთის პრეზიდენტმა, პრემიერმა, ასევ ბელარუსის პრეზიდენტმა.

ამავე კატეგორიაში