გაჭიანურებული სამუშაოები სერგი მესხის ქუჩაზე

07 აპრილი 2018, 00:00 1814 ნახვა

სერგი მესხის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაუსრულებლობაზე საუბრობენ ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები. ლევან ანთაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 5 აპრილამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ფერიის სასაფლაოსთან მისასვლელი გზა კვლავ მოუწესრიგებელია, რაც  მოსახლეობას გადაადგილების კუთხით პრობლემებს უქმნის.

მერიის პრესამსახურში განმარტავენ, რომ  სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა და ვადის დარღვევის გამო სამართლებრივ ზომებს მიიღებენ. საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი “მთავართან” რამდენიმე დღის წინ ქალაქის მერმა გააკეთა.  ლაშა კომახიძემ აღნიშნა, რომ ასფალტის საფარი 5 აპრილამდე უნდა დაგებულიყო, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კომპანიის მიმართ შესაბამისი სანქციები გატარდება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში