ცეცხლის გადმოსვლა

07 აპრილი 2018, 00:00 1744 ნახვა

ამ წუთებში ასიათასობით მორწმუნე იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში ცეცხლის გადმოსვლას ელის. ტაძარში ქართველი მომლოცველებიც იმყოფებიან. ლიტანიობა უკვე დაიწყო, რა დროსაც პატრიარქი ტაძარში შევიდა.

გადმოცემით სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელს ზეთი დააკლდა და ამ დროს პატრიარქ ნარცისის კურთხევით, კანდელში სილოამის ემბაზის წყალი ჩაასხეს, მოულოდნელად გადმოსულმა ცეცხლმა კი ყველა კანდელი აანთო და მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა. ცეცხლს საქართველოში გვიან ღამით ჩამოიტანენ.

ამავე კატეგორიაში