ლელობურთი აღდგომის დღესასწაულზე

08 აპრილი 2018, 00:00 2587 ნახვა

როგორც ყველა აღდგომას, წელსაც გურიაში ტრადიციული ლელო ბურთი გაიმართა. თითქმის სამსაათიანი ორთაბრძოლის შემდეგ ქვემო შუხუთელებმა გაიმარჯვეს. მათ ბურთი ტრადიციის მიხედვით  ბოლოს გარდაცვლილის საფლავთან მიიტანეს.

თამაშის განმავლობაში ცენტრალური მაგისტრალის ერთკილომეტრიანი მონაკვეთი ჩაიკეტა. ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სამართალდამცავები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. თამაშის დროს რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ამავე კატეგორიაში