''სწავლა საზღვარგარეთ'' - საბუთების მიღება გრძელდება

09 აპრილი 2018, 00:00 2640 ნახვა

“სწავლა საზღვარგარეთ“ - პროგრამაში მონაწილეობისთვის საბუთების მიღება 18 მაისამდე გრძელდება. წელს გათვალისწინებულია 16 სტუდენტის    დაფინანსება. პროგრამაში  მონაწილეობა შეუძლია  აჭარაში  ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ მოქალაქეს, რომელსაც აჭარის  ტერიტორიაზე ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი  დოკუმენტი აღებული აქვს.

გრანტის მიღება შესაძელებლია ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ქვეპროგრამის მონაწილეს სწავლასთან დაკავშირებული ხარჯებიც უფინანსდება. მას  აჭარის განათლების, სამინისტრო   2014 წლიდან  აფინანსებს. 
 

ამავე კატეგორიაში