ბათუმში დევნილთა რეგისტრაცია დასრულდა

09 აპრილი 2018, 00:00 2689 ნახვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი განსახლებისთვის განცხადების მიღება ბათუმში დასრულდა. განსახლებისა და ლტოლვილთა საიმინისტროს ინფორმაციით, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით   200- მა ოჯახმა მიმართა. განაცხადის შეტანა აჭარაში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეეძლოთ.  

ბინების მიმღებ ოჯახებს სპეციალური კომისია შეარჩევს და მათ   საცხორებელი ოქტომბერში გადაეცემათ.  დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ორი 16-სართულიანი კორპუსი შენდება. საცხოვრებელი ფართი 164 დევნილ ოჯახსა და სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 208 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა. მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა მიდმინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.
 

ამავე კატეგორიაში