ლეილა აბაშიძეს 12 აპრილს დაკრძალავენ

09 აპრილი 2018, 00:00 2872 ნახვა

ცნობილ ქართველ მსახიობს, ლეილა აბაშიძეს ხუთშაბათს, 12 აპრილს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართება. ლეილა აბაშიძე  88 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ლეილა აბაშიძე პირველად ეკრანზე 1941 წელს გამოჩნდა, ფილმში “ქაჯანა”. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმებში „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, „ჭრიჭინა“, „აბეზარა“, „მაია წყნეთელი“, „შეხვედრა მთაში“ შესრულებული როლებისთვის.

ამავე კატეგორიაში