ტყიბულში დაღუპული მეშახტეები დაკრძალეს

10 აპრილი 2018, 00:00 2419 ნახვა

მინდელის შახტში გარდაცვლილი 5 მუშა დაკრძალეს. მათგან ყველაზე ახალგაზრდები პავლე გამეზარდაშვილი 26-ის, ხოლო გიორგი ბოჭორიშვილი 27 წლის იყვნენ. უბედური შემთხვევის შედეგად  კიდევ ერთ გარდაცვლილს ხუთშაბათს დაკრძალავენ.

ტყიბულში ხვალ უცხოეულ ექსპერტებს ელოდებიან. სპეციალისტებმა უკრაინიდან და ჟენევიდან უნდა მოიკვლიონ რა მოხდა 5 აპრილის გამთენიისას მინდელის სახელობის შახტში.

ვიდრე გამოძიება პირველად დასკვნას დადებს, მანამდე ''საქნახშირი ჯიაიჯის'' დირექტორი ირწმუნება, რომ შახტში უსაფრთხოების ნორმები დაცულია. საწარმოს მუშაობა ტრაგედიის შემდეგ შეჩერებულია.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში