სპორტი მთავარში

10 აპრილი 2018, 00:00 2087 ნახვა

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები ბათუმში შემაჯამებელ საწვრთნელ მომზადებას გადის და 16-22 აპრილს სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატის  მე-3 დივიზიონში გასამართი თამაშებისთვის ემზადება   გამარჯვების შემთხვევაში ნაკრები მეორე დივიზიონში გადავა. მთავარი მწვრთნელის განცხადებით ნაკრები კარგ ფორმაშია და წარმატების მოსაპოვებლად მზად არის. ოპტიმისტური განწყობა აქვთ ჰოკეისტებსაც. საწვრთნელ მომზადებას ბათუმში ნაკრები 13 აპრილის ჩათვლით გაივლის. 

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ორი მატჩი გაიმართება, ენფილდ როუდზე, ლივერპულთან განცდილი მარცხის შემდეგ მანჩესტერ სიტი რევანშისთვის ემზადება, პეპ გვარდიოლას შეგირდებს 3 მატჩიანი ჰანდიკაპის აღმოფხვრა მოუწევთ რაც ქალაქელების გულშემატკივრებს შესრულებად მისიად მიაჩნიათ. გვარდიოლას აზრით მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მის გუნდს უნაკლო ფეხბურთის ჩვენება მოუწევს. რომში კი ადგილობრივი რომა ბარსელონას უმასპინძლებს, პირველი მატჩი ერნესტო ვალვერდეს გუნდმა 4:1 მოიგო, რაც იმას ნიშნავს რომ სიტის მსგავსად რომაელებსაც სამი ბურთიანი სხვაობა ჭირდებათ.  მესი და კომპანია მარადიულ ქალაქში კარგ ხასიათზე ჩავიდა, პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურში კატალონიელებმა ესპანეთის ჩემპიონობა პრაქტიკულად გაინაღდეს. 

მექსიკელი ფეხბურთელის, მანუელ ნეგრეტეს მიერ 1986 წლის მუნდიალზე ბულგარეთის ნაკრების კარში გატანილი გოლი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესოდ აღიარეს. გამოკითხვა გულშემატკივრებს შორის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე  მიმდინარეობდა. ფეხბურთის ქომაგებს 32 გოლიდან ერთი საუკეთესო უნდა აერჩიათ. ფინალურ ეტაპზე ნეგრეტეს გოლს კონკურენციას ბრაზილიელი ედერის მიერ 1982 წლის მუნდიალზე საბჭოთა კავშირის ნაკრებში კარში გატანილი გოლი უწევდა, მაგრამ გულშემატკივრებმა უპირატესობა მაინც მექსიკელის დარტყმას მიანიჭეს. 

სკ სამტრედიას სამწვრთნელო შტაბში ცვლილბებია, გავრცელებული ინფორმაციით გუნდის თავკაცმა უჩა სოსიაშვილმა კლუბი უკვე დატოვა და მის ნაცვლად უკვე მომდევნო ტურიდან სამტრედიას სათავეში  53 წლის სპეციალისტი ბადრი კვარაცხელია ჩაუდგება. ინფორმაცია დღეს დაადუსტურა თავად უჩა სოსიაშვილმა რომელიც კლუბში გასული სეზონის ბოლოს დაინიშნა. წელს კი მისი ხელმძღვანელობით სამტრედიამ 4 დან მხოლოდ ერთი თამაშის მოგება შეძლო და ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბოლო ადგილზე იმყოფება. შეგახსენებთ რომ სამტრედიამ გასულ წელს ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და ზაფხულში, საქართველოს ევროთასებზე წარადგენს. 

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ბოლოსწინა ტური გაიმართა, მინესოტა ტიმბერვულვზმა მემფის გრიზლისს უმასპინძლა და 113:94 სძლია, ხოლო დენვერ ნაგეტსმა  უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოუგო პორტლენდ ტრეილ ბლეიზერს 88:82. დასავლეთ კონფერენციაში უკვე ცნობილია ის შვიდი გუნდი, რომელიც პლეი-ოფში ითამაშებს, ხოლო ბოლო მე-8 გამსვლელი ადგილი კი სწორედ ბოლო ტურში  დენვერსა და მინესოტას შორის გათამაშდება, გუნდები ერთმანეთს 12 აპრილს დაუპირსპირდებიან, გამარჯვებული პლეი-ოფში ჰიუსტონ როკეტსს შეხვდება. აღმოსავლეთ კონფერენციაში კი პლეი-ოფის მონაწილეები უკვე გარკვეულია და ბოლო ტური, ფორმალობა იქნება.

ამავე კატეგორიაში