“საქართველო კოსმოსში”-ფოტო გამოფენა 

11 აპრილი 2018, 00:00 2619 ნახვა

„საქართველო კოსმოსში“ - ფოტო გამოფენა ბათუმის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა. ბათუმელი ელგუჯა მეძმარიაშვილის მიერ შექმნილი კონსტრუქცია კოსმოში გაემგზავრა. ქართველმა მეცნიერმა პირველი კოსმოსური ტექნიკა შექმნა, რომელიც 1999 წლის 23 ივლისს გავიდა ორბიტაზე.

ფოტოებზე კოსმოსში გაგზავნილი ტექნიკის ვიზუალური მხარე  და მისი შექმნის პროცესია აღბეჭდილი. ელგუჯა მეძმარიაშვილმა საქართველოში სამეცნიერო, ტექნიკური და აკადემიური ბაზა ჩამოაყალიბა. ფოტო-გამოფენის დათვალიერება 10 დღის განმავლობაშია შესაძლებელი.

ამავე კატეგორიაში