აეროპორტებში  მგზავრთა ნაკადი 36%-ით გაიზარდა

11 აპრილი 2018, 00:00 2383 ნახვა

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 36%-ით გაიზარდა – ასეთია 2018 წლის სამი თვის მონაცემები. რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად სულ 839, 612 მგზავრი გადაიყვანეს. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, რეკორდული ზრდის ტემპი შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. რომლის მეშვეობით 36, 762 მგზავრმა ისარგებლა.

რაც 55%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ პერიოდში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 724,024 მგზავრს მოემსახურა, რაც 37%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველ კვარტალში მგზავრთნაკადი 15%-ით გაიზარდა. 

ამავე კატეგორიაში